Skip to main content
Home
  • ბეპანთენის პროდუქტები
    • დედასა და ჩვილს
      • ბეპანთენი მალამო
    • მშრალი კანი
      • ბეპანთენი®-Derma რბილი გამწმენდი შხაპის გელი
      • ბეპანთენი®-Derma აღმდგენი კრემი
      • ბეპანთენი®-Derma მკვებავი კრემი
      • ბეპანთენი®-Derma ხელის კრემი
      • ბეპანთენი®-Derma ტუჩის საცხი მოვლა SPF 50
    • მშრალი კანის მკურნალობა
      • ბეპანთენის კრემი
    • ჭრილობის შეხორცება
      • ბეპანთენი პლიუსი
  • კანის შესახებ
    • ჩვილის კანი
      • გამოყელვის პროფილაქტიკა
      • რა არის გამოყელვა?
      • ახალშობილი ბავშვის კანის თავისებურებანი
      • რომელი საშუალება ავირჩიოთ გამოყელვისთვის?
      • როგორ გამოვუცვალოთ ჩვილს საფენი?
      • ახალშობილებისთვის ბეპანტენის გამოყენება
      • კერტების ნახეთქები ბავშვის ძუძუთი კვების დროს
      • გამოყელვის მკურნალობა
      • რა იწვევს მკერდის ტკივილს ბავშვის კვების დროს?
      • რა განსხვავებაა ბეპანთენ მალამოსა და კრემს შორის?
      • ახალშობილი კანის მოვლა
      • დედის ნაკრები: რა უნდა წაღოს დედამ სამშობიაროში თავისთვის და პატარასთვის?
    • მშრალი კანი
      • როგორ მოვუაროთ ხელის მშრალ კანს?
      • როგორ ვუმკურნალოთ მშრალ ქუსლებს?
      • იდაყვის მშრალი კანის მკურნალობა
      • კანის მოვლა ზამთარში
      • კანის სიმშრალე: გამომწვევი მიზეზები
      • მშრალი კანი: სიმპტომები და მიზეზები
      • საუკეთესო კრემები მშრალი კანისთვის
      • ბეპანთენი ორსულობამდე და ორულობის დროს
      • ბეპანთენი – დახმარება დერმატიტის დროს
      • მშრალი კანის პროფილაქტიკა
      • კანის აქერცვლა: მშრალი კანის მიზეზები და მკურნალობა ქალებში
    • ჭრილობის შეხორცება
      • ტუჩების მოვლა ტატუაჟის შემდეგ
      • წარბების მოვლა ტატუაჟის პროცედურის შემდეგ
      • დაჟეჟილობები და ნაკაწრები
      • ტატუაჟი
      • კანის აღდგენა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ
      • დამწვრობა: დამუშავება და მკურნალობა
      • რატომ არ ხორცდება ჭრილობები?
    • Კითხვები და პასუხები
  • ყიდვა
Bayer Cross Logo
  1. Home
  2. კანის შესახებ
  3. ჩვილის კანი
  4. რა იწვევს მკერდის ტკივილს ბავშვის კვების დროს?

რატომ გვტკივა მკერდი ბავშვის კვებისას?

რატომ გვტკივა მკერდი ბავშვის კვებისას?

დასათაურება:

  • ტკივილი ყოველთვის არაა ნერვიულობის მიზეზე
  • როგორ გავიგოთ, რომ დროა მამოლოგს ვეჩვენოთ?
  • როგორ ავირიდოთ ტკივილი?
 

როცა პატარა იბადება,ძუძუთი კვება ეხმარება მიიღოს ყველა აუცილებელი ნივთიერება სრულფასოვანი განვითარებისთვის1. ზოგჯერ ახალშობილის დედა პრობლემას აწყდება: ბავშვის კვებისას იწყება მკერდის ტკივილი. ლაქტაცია რომ კომფორტულად მიმდინარეობდეს, უნდა გავიგოთ, რატომ ჩნდება ტკივილი და როგორ შევიმსუბუქოთ ის.

ტკივილი ყოველთვის არაა ნერვიულობის მიზეზ

კერტების ნახეთქები - ეს ხაზოვანი დაზიანებებია, რომელიც მიდის კერტის ცენტრიდან მის ნაპირამდე (არეოლამდე). ისინი შეიძლება იყოს ერთეული და მრავლობითი, სხვადასხვა სიღრმის, ერთ ან ორივე სარძევე ჯირკვალზე. ნახეთქებს თან ახლავს გამოხატული ტკივილის შეგრძნებები ძუძუთი კვებისას ან კერტზე შეხების დროსაც კი. რაც უფრო ღრმა დაზიანება, მით უფრო ძლიერია ტკივილი. ზოგჯერ ნახეთქებიდან გამოიყოფა გამჭვირვალე სითხე ან ხსენი. ინფექციური გართულებებისას იზრდება შეწითლება, ჩნდება ჩირქიანი გამონადენი ჭრილობებიდან - ვითარდება ინფექციური ანთება.

თუ დედას კვებისას მკერდი სტკივა, ეს შეიძლება ხდებოდეს ბუნებრივი მიზეზებით2:

რატომ გვტკივა მკერდი ბავშვის კვებისას?
  • ბავშვის დაბადების შემდეგ სარძევე ჯირკვლები იწყებს რძის გამომუშავებას. რძის მკვეთრი ჭავლი იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს მკერდში: ჩხვლეტა, მოჭერა ან გასიება. ლაქტაციის პროცესი დარეგულირდება რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პერიოდში ტკივილი რძის მოწოლისგან ნორმალურად ითვლება. მასთან გასამკლავებლად პატარა უფრო ხშირად უნდა მივიყვანოთ ძუძუსთან.
  • ძუძუს და კერტის ნაზი კანი თანდათანობით ეჩვევა კვებას. თავდაპირველად კერტებზე შეიძლება გაჩნდეს პატარა ნაპრალები, რომლებიც მტკივნეულია და აწუხებს დედას. „ხალხურ საშუალებებს“ შორის ამგვარი პრობლემის მოგვარებაა დაზიანებებზე საკუთარი რძის წასმა, სპეციალისტები კი რეკომენდაციას უწევენ შემახორცებელი კრემების, ლანოლინის გამოყენებას. კერტების ნახეთქების სამკურნალოდ შეიძლება ბეპანთენის მალამოს გამოყენება. მის შემადგენლობაში შედის ნატურალური ლანოლინი3 და პროვიტამინი B5. მალამო უხდება მეძუძურ დედებს, ეხმარება ნაზ კანს აღდგენაში4.

თუ ნახეთქები რრმაა, ხოლო კერტებზე შეხება ძალზე მტკივნეული ხდება, უნდა მივმართოთ ექიმს და ვუმკურნალოთ დაზიანებებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება. ნახეთქების ძირითადი მიზეზები: პატარას მიერ კერტის არასწორი მოგდება, რძის გამოწველვის არასწორი ტექნიკა, ხანგრძლივი კვება ერთი ძუძუთი, ძუძუთი კვების მკვეთრი შეწყვეტა და ა.შ5.

როგორ მივხვდეთ, რომ დროა მამოლოგს ვეჩვენოთ?

როგორ მივხვდეთ, რომ დროა მამოლოგს ვეჩვენოთ?

ტკივილი მკერდში შესაძლოა პრობლემის სიმპტომი იყოს, რომლის მკურნალობაც აუცილებელია. მეძუძურ ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ლაქტოსტაზი, რძის შეგუბება სარძევე ჯირკვლების სადინარებში2. ამას ბევრი მიზეზი აქვს:

  • ჯირკვლები გამოიმუშავებენ მეტ რძეს, ვიდრე ბავშვი ჭამს;
  • სარძევე ჯირკვალი ზიანდება დაწოლისგან ლაქტაციისას ან რძის აგრესიული გამოწველვის გამო;
  • დედა მკვეთრად წყვეტს კვებას და ა.შ.

ლაქტოსტაზისას ქალი გრძნობს გამკვრივებას მკერდში; ჩნდება შეშუპება, შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ6. თუ დროულად არ განიკურნა ლაქტოზა, შეიძლება განვითარდეს ლაქტაციური მასტიტი. მასტიტი ჩნდება, როცა მკერდზე არსებულ ნახეთქებსა და დაზიანებებში აღწევს ინფექცია. ამასთან, მატულობს ტემპერატურა, დედა სისუსტეს გრძნობს, კვებას არ მოაქვს შემსუბუქება7. ლაქტაციური მასტიტის მკურნალობა საჭიროა მხოლოდ გინეკოლოგის, პედიატრის ან ექიმ-მამოლოგის დაკვირვების ქვეშ. ის დანიშნავს კონსერვატიულ თერაპიას ან ამჯობინებს ოპერაციულ ჩარევას დაავადების სიმძიმის მიხედვით.

თუ ქალს მკერდი სტკივა ბავშვის კვებისას, იგრძნობა ჩხვლეტა და წიწკვნა ერთ ან ორივე კერტში, დისკომფორტის მიზეზი ძალზე იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს ვაზოსპაზმი (რეინოს სინდრომი)8. კერტების ფერი ვაზოსპაზმისას ზოგჯერ იცვლება: ფერმკრთალდება ან ლურჯდება სისხლის დენის გამო. პათოლოგიის ზუსტი მიზეზები უცნობია. ექიმი-მამოლოგი ან მეან-გინეკოლოგი დაეხმარება დედას ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევაში.

უსიამოვნო შეგრძნებები, წვა კერტების მიდამოში, მოთეთრო ნადები - ეს რძიანას სიმპტომებია9. დაავადება საშიშია არა მხოლოდ დედისთვის, არამედ ბავშვისთვისაც, ვინაიდან მისი იმუნიტეტი ჯერ კიდევ არაა მზად ინფექციასთან გასამკლავებლად. პატარს პირის ღრუს დასნებოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, ამიტომ, მკურნალობა დროული უნდა იყოს. ექიმი ნიშნავს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს და გიამბობთ, თუ როგორ უნდა ავარიდოთ თავი დაავადების რეციდივს.

თუ მკერდში ტკივილს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, საჭიროა რაც შეიძლება მალე მიმართოთ სპეციალისტს.

როგორ ავირიდოთ ტკივილი?

როგორ ავირიდოთ ტკივილი?

ძუძუთი კვება - მნიშვნელოვანი პროცესი დედისა და ბავშვისთვის. იმისთვის, რომ მხოლოდ სიხარული მოიტანოს და მაქსიმალურად სასარგებლო იყოს10, რეკომენდებულია რეგულარული ვიზიტი ექიმთან და პროფილაქტიკური ზომების დაცვა11:

  • ბავშვის კვების სწორი ტექნიკის ათვისება;
  • მარცხენა და მარჯვენა ძუძუს მონაცვლეობა კვებისას;
  • რძის აკურატული გამოწველვა ხელით ან რძის გამოსაწველით;
  • სწორი მოხერხებული თეთრეულის ტარება;
  • პირადი ჰიგიენის დაცვა, მაგრამ არა მკერდის ხშირი პროცედურები, რათა არ მოვახდინოთ კანის ტრავმირება;
  • ავირიდოთ გადაციება და სტრესული სიტუაციები.

1. ვ.ი.ფურცევ. ქალის კვება ფეხმძიმობის დაგეგმვის პერიოდში, მზადება მშობიარობისა და ლაქტაციისთვის // ციმბირის სამედიცინო განათლება. 2010. გვ. 1-13.

2. ა.მ.ბეკაროვა. ლაქტირებადი სარძევე ჯირკვალი: მოვლა, პროფილაქტიკა, მკურნალობა. სამედიცინო რჩევა. 2013. №8. – გვ.69-71.

3. დამხმარე ნივთიერება საცხის შემადგენლობაში.

4. ბეპანთენ საცხი გამოყელვისა და ნახეთქებისთვის - ინსტრუქცია, გამოყენება, უკუჩვენება. https://www.bepanthen.ge/preparaty/deti/bepanthen-maz-ot-oprelostej/

5. ვ.ი.ავერინა. კერტების ნახეთქების პროფილაქტიკა და მკურნალობა ქალებში ლაქტაციის პერიოდში // სამედიცინო რჩევა. 2014. გვ. 132-136.

6. ა.ზ.ჰუსეინოვ, ი.ნ.მილკევიჩ, ტ.ა.ჰუსეინოვ. თანამედროვე მიდგომები ლაქტოზას მკურნალობისადმი // ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების მაცნე. 2014. №4. გვ. 76-80.

7. ო.ა.პუსტოტინა. რუსეთში 642 მშობიარის ლაქტაციური მასტიტის მკურნალობის გამოცდილება. საერთაშორისო რეკომენდაციებთან შედარებითი ანალიზი // ვ.ფ.სნეგირევის მეანობისა და გინეკოლოგიის არქივი. 2015. №2(2). გვ. 42-47.

8. რ.ტ.ალეკპეროვ. რეინოს სინდრომი როგორც მულტიდისციპლინური პრობლემა // კლინიკური მედიცინის ალმანახი. 2014. №35. გვ. 94-100.

9. ნ.ა.სახარუკ, ვ.ვ.კოზლოვსკაია. კანდიდოზი: ეტიოლოგია, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა. ვიტებსკი: ვსსუ, 2010. გვ. 31-97.

10. მ.ვ.გმოშინსკაია. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ლაქტაციაზე // თანამედროვე პედიატრიის საკითხები. 2013. №12(2). გვ. 139-141.

11. მ.ლ.ტრავინა, ა.გ.პოპოვ, ს.ა.პოპოვ, ე.ვ.კულიკოვა. სარძევე ჯირკვლის კერტის ნახეთქების პროფილაქტიკა ადრეულ მშობიარობისშემდგომ პერიოდში // თანამედროვე პედიატრიის საკითხები. 2017. №4. გვ. 297-303.

CH -20230512-102

Pink and Grey Curve

სასარგებლო სტატიები

ძუძუს კერტების ნახეთქები ბავშვის კვებისას

ძუძუს კერტების ნახეთქები ბავშვის კვებისას

ბავშვის ძუძუთი კვებისას ზოგიერთ ქალს კერტებზე ნახეთქები უჩნდება, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი.

უფრო ვრცლად
რა განსხვავებაა ბეპანთენ მალამოსა და კრემს შორის?

რა განსხვავებაა ბეპანთენ მალამოსა და კრემს შორის?

ბეპანთენი გამოიცემა ორ სამკურნალწამლო ფორმაში - კრემი და მალამო. ორივე პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი მოხმარებისთვის, მაგრამ გააჩნია რიგი განსხვავებებისა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ყიდვამდე.

უფრო ვრცლად
ბავშვის კანის თავისებურებანიბავშვის კანის თავისებურებანი

ბავშვის კანის თავისებურებანიბავშვის კანის თავისებურებანი

ბავშვის კანი განსხვავდება დიდისგან: მისი აგებულების თავისებურების გამო ბავშვს უფრო მეტად აქვს მიდრეკილება ბევრი დაავადებისაკენ.

უფრო ვრცლად
Bepanthen Logo
  • მთავარი
    • ბაიერის პროდუქტები
    • მშრალი კანი
    • კანის შესახებ
  • საიტის რუკა
    • კონტაქტი
    • ინფორმაცია საიტის შესახებ
    • ბაიერი გლობალი
  • ტექნიკური ინფორმაცია
    • საიტის გამოყენების წესები
    • პერსონალური მონაცემების დაცვა
    • ბაიერი რუსეთი

bayer logo white

© 2024 სს «ბაიერი»    
CH -20230512-102

AGGA SA-ს საქართველოს ფილიალი, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მერაბ მამარდაშვილის ქ. N3, კომერციული ფართი N4. ტელ: 0322 30 80 87 ასევე შეგიძლიათ თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:Drugsafety.ch.ge@agga.swiss

For Healthcare Professionals Only

The information on this site is intended for healthcare professionals in the United States and is not intended for the general public.

I am a Healthcare Professional

I am not a Healthcare Professional