ბეპანთენი®-Derma მკვებავი კრემი
ბეპანთენი®-Derma მკვებავი კრემი
200 მლ
აღადგენს კანის წყალ-ლიპიდურ ბალანსს, რეკომენდირებულია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.
ბეპანთენი®-Derma-ს მკვებავ კრემს აქვს მსუბუქი და უცხიმო ტექსტურა, რომელიც ადვილად შეიწოვება და აღწევს კანის ღრმა ფენებში. ხელს უწყობს კანის ბალანსის აღდგენას შიგნიდან 48 საათის განმავლობაში, აქვს გამოხატული და გრძელვადიანი დამატენიანებელი ეფექტი.
კრემის გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველდღიური დამარბილებელი საშუალების. ძალიან მშრალი, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვის.
მიმოხილვა
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
თვისებები
ძირითადი კომპონენტები
ბეპანთენი®- Derma-ს აღმდგენი კრემი შეიცავს აქტიური ინგრედიენტების კომბინაციას Repair Complex:
- დექსპანთენოლი (ვიტამინი B5) ააქტიურებს რეგენერაციულ პროცესებს, ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის ბუნებრივ აღდგენას;
- ნიაცინამიდს (ვიტამინი B3) აქვს მასტიმულირებელი გავლენა კოლაგენის სინთეზზე და ზრდის კანის ელასტიურობას, აუმჯობესებს მის დამცავ თვისებებს, ასევე ამშვიდებს და არბილებს კანს;
- გლიცერინი ინარჩუნებს ტენიანობას და ხელს უწყობს მას კანის ღრმა ფენებში შეღწევას, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ დამატენიანებელ ეფექტს 48 საათის განმავლობაში;
- ბუნებრივი ლიპიდები (შის კარაქი, არგანის ზეთი) აძლიერებს კანის ჰიდროლიპიდურ ბარიერს; იცავს მას დეჰიდრატაციისაგან და ხელს უშლის სიმშრალის განმეორებით გაჩენას;
- ფიზიოლოგიური ლიპიდები (იზოპროპილსტეარატი) - აღადგენენ ბარიერულ ფუნქციას.
ბეპანთენი® - Derma-ს ტანის მკვებავი კრემის გამოყენების რეკომენდაცია
კოსმეტიკური პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მშრალი და მგრძნობიარე, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანის ყოველდღიური მოვლისთვის. გამოიყენება ატოპიური კანის მოსავლელად, ასევე შაქრიანი დიაბეტის და ეგზემის დროს.
ბეპანთენი®- Derma-ს აღმდგენი კრემი გამოიყენება ყოველდღე სუფთა კანზე, შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ. პროდუქტი თანაბრად უნდა გადანაწილდეს სხეულის მთელ ზედაპირზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კრემის მეორედ დატანება.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალი ერთი ან მეტი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის დროს. ალერგიული რეაქციის გამოვლენისას, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ კრემი ლორწოვან გარსზე ან დაზიანებული კანის უბანზე (ღია ჭრილობები).
შემადგენლობა (INCI)
Aqua, Caprylic/Capric Triglyceride, Glycerin, 1,2- Hexanediol, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Panthenol, Isopropyl Isostearate, Niacinamide, Polyglyceryl-6 Distearate, Cetearyl Alcohol, Squalane, Jojoba Esters, Tocopheryl Acetate, Glyceryl Stearate Citrate, Behenyl Alcohol, Polyglyceryl-3 Beeswax, Cetyl Alcohol, Argania Spinosa Kernel Oil, Xanthan Gum, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Citric Acid.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30 °C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი გამოშვებიდან აკრძალულია პროდუქტის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ
მწარმოებელი
GP Grenzach Produktions GmbH, Emil-Barell-Str. 7, D-79639 Grenzach-Wyhlen
მომხმარებელთა საჩივრებს მიღებაზე უფლებამოსილი ორგანიზაცია
AGGA SA საქართველოს ფილიალი, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ქ. მერაბ მამარდაშვილი. N3, კომერციული ფართი N4. ტელ.: 0322 30 80 87. განაცხადის გაგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: Drugsafety.ch.ge@agga.swiss.