Skip to main content
Home
  • ბეპანთენის პროდუქტები
    • დედასა და ჩვილს
      • ბეპანთენი მალამო
    • მშრალი კანი
      • ბეპანთენი®-Derma რბილი გამწმენდი შხაპის გელი
      • ბეპანთენი®-Derma აღმდგენი კრემი
      • ბეპანთენი®-Derma მკვებავი კრემი
      • ბეპანთენი®-Derma ხელის კრემი
      • ბეპანთენი®-Derma ტუჩის საცხი მოვლა SPF 50
    • მშრალი კანის მკურნალობა
      • ბეპანთენის კრემი
    • ჭრილობის შეხორცება
      • ბეპანთენი პლიუსი
  • კანის შესახებ
    • ჩვილის კანი
      • გამოყელვის პროფილაქტიკა
      • რა არის გამოყელვა?
      • ახალშობილი ბავშვის კანის თავისებურებანი
      • რომელი საშუალება ავირჩიოთ გამოყელვისთვის?
      • როგორ გამოვუცვალოთ ჩვილს საფენი?
      • ახალშობილებისთვის ბეპანტენის გამოყენება
      • კერტების ნახეთქები ბავშვის ძუძუთი კვების დროს
      • გამოყელვის მკურნალობა
      • რა იწვევს მკერდის ტკივილს ბავშვის კვების დროს?
      • რა განსხვავებაა ბეპანთენ მალამოსა და კრემს შორის?
      • ახალშობილი კანის მოვლა
      • დედის ნაკრები: რა უნდა წაღოს დედამ სამშობიაროში თავისთვის და პატარასთვის?
    • მშრალი კანი
      • როგორ მოვუაროთ ხელის მშრალ კანს?
      • როგორ ვუმკურნალოთ მშრალ ქუსლებს?
      • იდაყვის მშრალი კანის მკურნალობა
      • კანის მოვლა ზამთარში
      • კანის სიმშრალე: გამომწვევი მიზეზები
      • მშრალი კანი: სიმპტომები და მიზეზები
      • საუკეთესო კრემები მშრალი კანისთვის
      • ბეპანთენი ორსულობამდე და ორულობის დროს
      • ბეპანთენი – დახმარება დერმატიტის დროს
      • მშრალი კანის პროფილაქტიკა
      • კანის აქერცვლა: მშრალი კანის მიზეზები და მკურნალობა ქალებში
    • ჭრილობის შეხორცება
      • ტუჩების მოვლა ტატუაჟის შემდეგ
      • წარბების მოვლა ტატუაჟის პროცედურის შემდეგ
      • დაჟეჟილობები და ნაკაწრები
      • ტატუაჟი
      • კანის აღდგენა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ
      • დამწვრობა: დამუშავება და მკურნალობა
      • რატომ არ ხორცდება ჭრილობები?
    • Კითხვები და პასუხები
  • ყიდვა
Bayer Cross Logo
  1. Home
  2. კანის შესახებ
  3. ჩვილის კანი
  4. გამოყელვის პროფილაქტიკა

გამოყელვის პროფილაქტიკა

 
გამოყელვის პროფილაქტიკა

შინაარსი:

  • გამოყელვის გაჩენის მიზეზები ბავშვებში
  • გამოყელვის პროფილაქტიკისა და მოვლის წესები
  • საშუალებები პროფილაქტიკისთვის
 

გამოყელვა-პატარებში ძალიან გარცელებული მოვლენა, ასევე ცნობილი, როგორც საფენის დერმატიტი. ესაა ანთების უბნები, უპირატესად კანის ნაკეცებსა და მისი ტანსაცმელთან ან საფენთან ხახუნის ადგილებში. გამოყელვა დისკომფორტს უქმნის პატარას, ამიტომ უმჯობესია არ დავუშვათ საფენის დერმატიტის გაჩენა, დავიცვათ ბავშვის მოვლის მარტივი წესები. თუ გამოყელვა მაინც გაჩნდა, საჭიროა მისი მკურნალობის დროული დაწყება, რათა ავირიდოთ ინფექცია და გართულებების განვითარება-მათი მოშორება გაცილებით რთულია1.

გამოყელვის გაჩენის მიზეზები ბავშვებში

გამოყელვის გაჩენის მიზეზები ბავშვებში

გამოყელვა ორი მიზეზის გამო ჩნდება-მაღალი სინოტივე და ხახუნი. სწორედ ამიტომ ბავშვებს ყველაზე ხშირად კანის ნაკეცები უზიანდებათ: კისრის, დუნდულოების, საზარდულის, იღლიის, ხოლო ქალებს-ნაკეცები სარძევე ჯირკვლებს ქვეშ. ჰაერის შეზღუდული წვდომის გამო ამ ადგილებში გროვდება ტენი, ირღვევა ადგილობრივი იმუნიტეტი, იქმნება ხელსაყრელი პირობები მიკრობების გასამრავლებლად. ისინი ყოველთვისაა კანზე, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში არ იწვევენ პრობლემებს, ხოლო კანის დაცვითი ფუნქციების შესუსტებისას იწვევენ ინფექციური პროცესებს. ხახუნი ამძიმებს სიტუაციას: კანის ზედა ფენები ტრავმირდება, რაც პროვოცირებას უწევს ანთებას, რომელსაც თან ახლავს შეწითლება და შეშუპება2.

გამოყელვა ხშირად უჩნდება ბავშვებს მათი კანის თავისებურებების გამო. ზედა რქოვანა ფენა ჯერ კიდევ ძალიან თხელია, ადვილად ზიანდება და ვერ უზრუნველყოფს საიმედო დაცვას გარე ზემოქმედებისგან, როგორც ეს დიდებშია. მოუმწიფებელი ქონის ჯირკვლები არასაკმარისად ეფექტურად მუშაობს, ამიტომ დამცავი ლიპიდური ფენა კანის ზედაპირზე სუსტად გამოხატულია. ეს ფენა იშლება წყალთან ხშირი კონტაქტის გამო: ბავშვს ყოველდღე აბანავებენ, ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ ბანენ. საპონიც აზიანებს ლიპიდურ ფენას, ამცირებს კანის დაცვით ფუნქციებს. მჟავე рН, რომელიც დამღუპველია მიკრობებისთვის, ბავშვს უყალიბდება მხოლოდ 2-3 თვისთვის, მანამდე იგი ტუტეა, ასე, რომ პატარებში დაცვის ეს ფაქტორიც არ მუშაობს1.

ძუძუს ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს საწოლში ატარებს, იქნევს ხელებს და ფეხებს და ატრიალებს თავს. სწორედ ამ მოძრაობებისას ხდება ხახუნი კანის ნაკეცებში, რაც, მათ შორის, იწვევს საფენის დერმატიტს. გვერდზე წოლის გამო ხახუნი ხდება ყურების უკან კანზეც-იქ გამოყელვა, ჩვეულებრივ, ემართება მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვებს. საზარდულის მიდამოში და დუნდულოებზე კანის ანთების ალბათობა იზრდება განავალსა და შარდთან ხშირი კონტაქტის გამო, ვინაიდან ყველა საფენი საკმაოდ კარგად ვერ იწოვს გამონადენს, რათა კანი მშრალი დარჩეს. გარდა ამისა, შარდში შედის კანის გამაღიზიანებელი ამიაკი-ცილოვანი ცვლის ნორმალური პროდუქტი, რომელის თირკმელებს გამოჰყავს ორგანიზმიდან. განავალში ასევე შედის ფერმენტები, რომლებიც კანთან ხანგრძლივი კონტაქტისას აზიანებენ მას. გამონადენს გააჩნია ტუტოვანი рН, რომელიც ასევე ხელს უწყობს ანთებას3.

გამოყელვის პროფილაქტიკისა და მოვლის წესები

გამოყელვის პროფილაქტიკისა და მოვლის წესები3,4,5

გამოყელვის გაჩენის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ბავშვის კანს სწორად უვლით, იყენებთ შესაფერის ხარისხიან კოსმეტიკურ საშუალებებს და საფენებს. არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა დაცვა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ პატარას კანი ჯანმრთელი იყოს.

  • ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ აუცილებელია ბავშვის დაბანა და კანის გასუფთავება უსაფრთხო ექსტრაქტებიანი უსპირტო და უარომატიზატორო სველი ხელსახოცის დახმარებით;
  • ნებისმიერი წყლის პროცედურის შემდეგ კანი უნდა შემშრალდეს ხახუნის გარეშე: საკმარისია ქაღალდის ბამბის ქსოვილის პირსახოცის დადებით შემშრალება. ქაღალდის პირსახოცი უმჯობესია-უფრო ჰიგიენურია და პატარას კანს ტრავმას არ აყენებს;
  • ბავშვისთვის აუცილებელია რეგულარული ჰაერის აბაზანების მოწყობა. ტანსაცმლის, საფენებს ქვეშ აუცილებლად აღწევს გამოყელვის მთავარი მიზეზი-ხახუნი და ტენი, ხოლო ჰაერის აბაზანები გვეხმარება მათთან გამკლავებაში;
  • უმჯობესია პატარას ტანსაცმელი იყოს ნატურალური ქსოვილის ნაკერებით გარეთ, რათა არ გახეხოს კანი;
  • საჭიროა ხარისხიანი კარგად შემწოვი საფენის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ მომატებული სინოტივე. მნიშვნელოვანია მისი რეგულარულად გამოცვლა (მინიმუმ ყოველ 2-3 საათში და ერთხელ ღამით)-მაშინაც კი, თუ საფენმა კარგად შეიწოვა ტენი, კანზე იმოქმედებს ამიაკო და სხვა გაღიზიანების გამომწვევი პროდუქტები;
  • საფენის ყოველი შეცვლისას კარგია საბარიერო საშუალების გამოყენება-ეს უპირატესად არის საცხი, რომელიც კანის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის, რომელიც იცავს განავალსა და შარდთან კონტაქტისგან. მისი დატანა ხდება საკმაოდ სქელ ფენად მთელ კანზე, რომელის საფენს ეხება.
საშუალებები პროფილაქტიკისთვის

საშუალებები პროფილაქტიკისთვის

აფთიაქებსა და საბავშვო მაღაზიებში წარმოდგენილია გამოყელვის პროფილაქტიკის საშუალებების დიდი არჩევანი. ყიდვამდე ყურადღებით უნდა შევისწავლოთ შემადგენლობა და დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოა ბავშვისთვის. ბავშვის თხელი კანი უფრო გამტარია, ვიდრე დიდის, ამიტომაა ასე აუცილებელი მასზე შესაფერისი საშუალების დატანა. სასურველია, რომ მის შემადგენლობაში არ იყოს პარაბენები, სინთეთიკური კონსერვანტები, არომატიზატორები და საღებავები1.

კანის ზედმეტ სინოტივესთან საბრძოლველად, ბანაობისას წყალში შეიძლება ზოგიერთი ბალახის ნახარშის დამატება ან მარგანცოვკის (კალიუმის პერმანგანატის) სუსტი ხსნარის გამოყენება. ორკბილა და მუხის ქერქი აშრობს კანს და ასტიმულირებს მის დამცავ თვისებებს, ხოლო გვირილა, ქრისტესისხლა და ჭინჭარი ანთების საწინააღმდეგო ქმედებას ახდენენ. აუცილებელი ბალახის მზა ნაკრებების ყიდვა შეიძლება აფთიაქებში. იმის გათვალისწინებით, რომ ბალახმა შეიძლება ალერგია გაოიწვიოს, რეკომენდებულია დაბანის წინ ტესტის გაკეთება: ბალახის ნახარში წაუსვით კანის მონაკვეთზე და დაიცადეთ-თუ გაჩნდა სიწითლე, ესე იგი მისი გამოყენება არაა საჭირო. უმჯობესია ბალახის ყოველი სახეობა გამოიყენოთ ცალ-ცალკე, ბალახის მიქსის შემთხვევაში რთული იქნება იმის გარკვევა, თუ რომელ კომპონენტზე განვითარდა რეაქცია.

კანის ჭარბ სინოტივესთან საბრძოლველად ხშირად იყენებენ ფხვნილს, რომელიც მინერალური ან მცენარეული წარმოშობის ფხვნილისმაგვარი ნარევია. ფხვნილის ძირითადი კომპონენტებია ტალკი და სახამებელი, რომელიც მიიღება კარტოფილის, ბრინჯის ან სიმინდისგან. ზოგჯერ ფხვნილში უმატებენ ბალახების ექსტრაქტებს6. ფხვნილის გამოყენებაზე მსჯელობენ პედიატრები, არსებობს აზრი მის შემადგენლობაში შემავალი ფხვნილისმაგვარი ნივთიერებების შესუნთქვის საშიშროების შესახებ5. უფრო მეტიც, ფხვნილი სწრაფად გროვდება კანის ნაკეცების სიღრმეში, ხოლო კანის დანარჩენი ზედაპირი ნოტიო რჩება.

ამიტომ პედიატრები ყველაზე ხშირად რეკომენდაციას უწევენ საცხებს მათი პატარასთვსი უსაფრთხოებისა და მრავარიცხოვანი დადებითი ეფექტის გამო. ამგვარად, მსგავსი საშუალებები3:

  • ქმნის კანის ზედაპირზე ფენას სინოტივისა და მსგავსი დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან დასაცავად;
  • ანოტივებს და კვებავს კანს, ამაღლებს გარე ზემოქმედებისადმი მდგრადობას;
  • კანს გლუვს ხდის, ამცირებს რა ხახუნს.

საფენქვეშა საშუალებებს ბარიერულს უწოდებენ, ვინაიდან ქმნიან საიმედო ბარიერს კანსა და გარემოს შორის, ამასთან, ხელს არ უშიან ჰაერის შეღწევას. კარგ დამცავ ეფექტს იძლევა კრემი და საცხი, რომლის შემადგენლობაშიც შედის პროვიტამინი В5 (დექსპანთენოლი). ეს კომპონენტი, აღწევს რა კანში, გადაიქცევა პანთოტენმჟავად (ვიტამინი В5). სუფთა სახით პანთოტენმჟავა პრაქტიკულად არ გამოიყენება სამკურნალწამლო პრეპარატებში, ვინაიდან ის არასტაბილურია, ადვილად იშლება ორგანიზმში და ცუდად აღწევს კანში7.

  • ვიტამინი В5 კანში ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
  • ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას, აღადგენს კანის ზედა ფენას (ეპიდერმისს) და აჩქარებს დაზიანების ბუნებრივ შეხორცებას;
  • აჩქარებს ცვლის პროცესებს, ამაღლებს კანის დაცვით ფუნქციებს;
  • ებრძვის ანთებას;
  • ზრდის ლიპიდების წარმოქმნას, რომლებიც კანის ზედაპირზე დამცავ ლიპიდურ ფენას ქმნიან;
  • კანს ელასტიურს და რბილს ხდის.

ხარისხიანი ბარიერული საშუალებები არ შეიცავს საღებავებს, სინთეთიკურ კონსრვანტებს და სხვა, ბავშვისთვის, განსაკუთრებით ახალშობილისათვის პოტენციურად საშიშ ნივთიერებებს. ნატურალური ჰიპერალერგიული შემადგენლობის წყალობით ასეთი საშალებები კარგია გამოყელვის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში დაბადებიდანვე. მათი დატანა შეიძლება საფენის ყოველი გამოცვლისას1.

გამოცდილი ბარიერული საშუალების ნიმუშს წარმოადგენს ბეპანთენ საცხი, რომელიც ნატურალური ლანოლინის მაღალი შემცველობის წყალობით კანის ზედაპირზე მყარ დამცავ ფენას ქმნის, ამასთან, ამით ხელს არ უშლის მას სუნთქვაში.

ბეპანთენ საცხის გამოყენება შეიძლება როგორც საპროფილაქტიკო (პატარას ჯანმრთელ კანზე), ისე სამკურნალო მიზნითაც (შესამჩნევად შეწითლებულ კანზე). ეს შესაძლებელია ნატურალური კომპონენტების წყალობით, რომლებიც ასტიმულირებს კანის დამცავ ფუნქციას და მის ბუნებრივ აღდგენას.

სიმპტომების მომატებისას და გაღიზიანების განვითარებისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს. მდგომარეობის გაუარესება შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციური ინფექციური გართულების განვითარებასთან, რომელიც ხშირად მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. იმისთვის, რათა არ დავუშვათ ეს პრობლემები, მნიშვნელოვანია გამოყელვის პროფილაქტიკის რეკომენდაციების დაცვა და ბეპანთენ საცხის რეგულარული გამოყენება2.

1. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.

2. ვ.კ.კოტლუკოვი, ლ.გ.კუზმენკო, ნ.ვ.ანტიპოვა. „ბეპანთენ“ სერიის გარეგანი დერმატოლოგიური საშუალებები პედიატრის პრაქტიკაში//სამედიცინო რჩევა.- 2012. - № 5. – с.81-85.

3. ი.ნ.ზახაროვა, ი.ი.პშენიჩნიკოვა, ე.ბ.მაჩნევა. ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კანის სწორი მოვლა: რა უნდა იცოდეს პედიატრმა. Consilium Medicum. პედიატრია (დან.). 2016; 1.

4. ტ.ა.ბოკოვა, გ.ვ.მასლიკოვა. საფენის (პამპერსის) დერმატიტი ბავშვებში-პროფილაქტიკისა და მკურნალობისადმი მიდგომა „პედიატრიის პრაქტიკა“; სექტემბერი; 2016; გვ. 42-44.

5. ფედერალური კლინიკური რეკომენდაციები. დერმატოვენეროლოგია 2015: კანის დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.-მე-5 გამოცემა, გადამუშ. და დამატ.-მ: საქმიანი ექსპრესი, 2016.- с. 341.

6. მ.მ.ტლიში. გარეგანი თერაპია დერმატოლოგიაში. სასწავლო-სამედიცინო სახელმძღვანელო, კრასნოდარი, ГБОУ ВПО КубГМУ რუსეთის მინზდრავსოცრაზვიტიე, 2011. – 33с.

7. Ebner F., Heller A, Rippke F, Tausch I. Topical use of dexpanthenol in skin disorders. Am J Clin Dermatol. 2002;3(6):427-33.

CH -20230512-102

Image

მსგავსი სტატიები

საფენისმიერი დერამტიტის პროფილაქტიკა

საფენისმიერი დერამტიტის პროფილაქტიკა

საფენის დერმატიტი არის კანის გაღიზიანება, რომელიც ჩნდება სხვადასხვა ფაქტორების (ხახუნის, ტენიანობასთან მუდმივი კონტაქტის და ა.შ.)

უფრო ვრცლად
გამოყელვის მკურნალობა

გამოყელვის მკურნალობა

გამოყელვას ტყუილად არ უწოდებენ „საფენის დერმატიტს“ - ყველაზე ხშირად ის უჩნდება ახალშობილს და ძუძუს ასაკის ბავშვს.

უფრო ვრცლად
გამოყელვის საწინააღმდეგო რომელი საშუალება შევურჩიოთ ბავშვს?

გამოყელვის საწინააღმდეგო რომელი საშუალება შევურჩიოთ ბავშვს?

ბავშვის კანი განსხვავდება მოზრდილის კანისგან: ის უფრო თხელია და არც ისე გამძლეა გარე ზემოქმედებებისადმი, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

უფრო ვრცლად
Bepanthen Logo
  • მთავარი
    • ბაიერის პროდუქტები
    • მშრალი კანი
    • კანის შესახებ
  • საიტის რუკა
    • კონტაქტი
    • ინფორმაცია საიტის შესახებ
    • ბაიერი გლობალი
  • ტექნიკური ინფორმაცია
    • საიტის გამოყენების წესები
    • პერსონალური მონაცემების დაცვა
    • ბაიერი რუსეთი

bayer logo white

© 2024 სს «ბაიერი»    
CH -20230512-102

AGGA SA-ს საქართველოს ფილიალი, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მერაბ მამარდაშვილის ქ. N3, კომერციული ფართი N4. ტელ: 0322 30 80 87 ასევე შეგიძლიათ თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:Drugsafety.ch.ge@agga.swiss

For Healthcare Professionals Only

The information on this site is intended for healthcare professionals in the United States and is not intended for the general public.

I am a Healthcare Professional

I am not a Healthcare Professional