Skip to main content
Home
  • ბეპანთენის პროდუქტები
    • დედასა და ჩვილს
      • ბეპანთენი მალამო
    • მშრალი კანი
      • ბეპანთენი®-Derma რბილი გამწმენდი შხაპის გელი
      • ბეპანთენი®-Derma აღმდგენი კრემი
      • ბეპანთენი®-Derma მკვებავი კრემი
      • ბეპანთენი®-Derma ხელის კრემი
      • ბეპანთენი®-Derma ტუჩის საცხი მოვლა SPF 50
    • მშრალი კანის მკურნალობა
      • ბეპანთენის კრემი
    • ჭრილობის შეხორცება
      • ბეპანთენი პლიუსი
  • კანის შესახებ
    • ჩვილის კანი
      • გამოყელვის პროფილაქტიკა
      • რა არის გამოყელვა?
      • ახალშობილი ბავშვის კანის თავისებურებანი
      • რომელი საშუალება ავირჩიოთ გამოყელვისთვის?
      • როგორ გამოვუცვალოთ ჩვილს საფენი?
      • ახალშობილებისთვის ბეპანტენის გამოყენება
      • კერტების ნახეთქები ბავშვის ძუძუთი კვების დროს
      • გამოყელვის მკურნალობა
      • რა იწვევს მკერდის ტკივილს ბავშვის კვების დროს?
      • რა განსხვავებაა ბეპანთენ მალამოსა და კრემს შორის?
      • ახალშობილი კანის მოვლა
      • დედის ნაკრები: რა უნდა წაღოს დედამ სამშობიაროში თავისთვის და პატარასთვის?
    • მშრალი კანი
      • როგორ მოვუაროთ ხელის მშრალ კანს?
      • როგორ ვუმკურნალოთ მშრალ ქუსლებს?
      • იდაყვის მშრალი კანის მკურნალობა
      • კანის მოვლა ზამთარში
      • კანის სიმშრალე: გამომწვევი მიზეზები
      • მშრალი კანი: სიმპტომები და მიზეზები
      • საუკეთესო კრემები მშრალი კანისთვის
      • ბეპანთენი ორსულობამდე და ორულობის დროს
      • ბეპანთენი – დახმარება დერმატიტის დროს
      • მშრალი კანის პროფილაქტიკა
      • კანის აქერცვლა: მშრალი კანის მიზეზები და მკურნალობა ქალებში
    • ჭრილობის შეხორცება
      • ტუჩების მოვლა ტატუაჟის შემდეგ
      • წარბების მოვლა ტატუაჟის პროცედურის შემდეგ
      • დაჟეჟილობები და ნაკაწრები
      • ტატუაჟი
      • კანის აღდგენა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ
      • დამწვრობა: დამუშავება და მკურნალობა
      • რატომ არ ხორცდება ჭრილობები?
    • Კითხვები და პასუხები
  • ყიდვა
Bayer Cross Logo
  1. Home
  2. კანის შესახებ
  3. მშრალი კანი
  4. კანის სიმშრალე: გამომწვევი მიზეზები

სიმშრალე: წარმოქმნის მიზეზები

სიმშრალე: წარმოქმნის მიზეზები

შინაარსი:

  • მშრალი კანი: მიზეზები
  • კანის სიმშრალის ნიშნები
  • მკურნალობის მეთოდები
  • პროფილაქტიკა
     
 

მხოლოდ დატენიანებული კანი გამოიყურება კარგად და სრულყოფილად ასრულებს თავის ფუნქციებს. წყლის გარეშე ცვლის პროცესები უჯრედებში ნელდება, მათი ნაწილი იღუპება, რის გამოც მცირდება ეპიდერმისის სიმკვრივე და დაცვითი თვისებები. ჩნდება მუდმივი დაჭიმულობის გრძნობა, აქერცვლა, გაღიზიანება, ქავილი, ამასთან, მშრალი კანი უფრო მალე ბერდება. სინოტივის დაკარგვის მიზეზი მრავალია, მაგრამ მთავარია, რომ ეს პრობლემა გადაჭრადია1.

მშრალი კანი: მიზეზები

ბუნებამ უზრუნველყო კანი საიმედო დაცვით ძვირფასი ტენის დაკარგვისგან: ეპიდერმისის მჭიდრო რქოვანი შრე და ქონის ჯირკვლები, რომლებიც მის ზედაპირზე თხელ ლიპიდურ აპკს ქმნიან. ეს ბარიერი ორმხრივია: იგი არ უშვებს წყალს და ხელს უშლის ორგანიზმში მიკრობების, ტოქსინების, ალერგენების მოხვედრას. ლიპიდური შრის უკმარისობა-გაუწყლოვნების და ანთებითი რეაქციების (ინფექციური, ალერგიული) გაზრდილი რისკის მიზეზი. სრულყოფილ დაცვას მიკლებული კანი უფრო სწრაფად ბერდება: ფერი მკრთალი ხდება მკვდარი უჯრედების დიდი რაოდენობის გამო, ტონუსი მცირდება, ჩნდება ნაოჭები1.

გამოფიტული ლიპიდური შრის და ტენის დაკარგვის მიზეზები ბევრია. ქონის ჯირკვლების აქტიურობის მიხედვით გამოყოფენ კანის სხვადასხვა ტიპებს: მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული. კანის ცხიმის გამომუშავებას არეგულირებს ენდოკრინული სისტემა, ამიტომ სიცოცხლის განმავლობაში სხდება დამახასიათებელი ფიზიოლოგიური ცვლილებები: მოზრდილობის ასაკში ქონის ჯირკვლები ზედმეტად მუშაობენ, ხოლო ქალებში მენოპაუზისას, პირიქით, მნიშვნელოვნად ამცირებენ აქტიურობას. კანზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, გარემო ფაქტორები, ჯანმრთელობის მდგომარეობა. კანის სიმშრალის მიზეზები შეიძლება დაიყოს გარეგანად და შინაგანად2.

გარეგანი-დაკავშირებულია გარემოს ზემოქმედებასთან:

  • ამინდი: ქარი, ყინვა, მზის სხივები ფიტავს ლიპიდურ შრეს და ტენის მარაგს;
  • ხშირი ვიზიტები სოლარიუმში იგივე ეფექტს ახდენს;
  • სახლის ან სამუშაო ადგილის მშრალი ჰაერი, ზედმეტი კონდიცირება ხელს უწყობს ეპიდერმისის ზედაპირიდან აორთქლებას;
  • კანის არასწორი მოვლა: აგრესიული კოსმეტიკური საშუალებები (საპონი, სპირტიანი ლოსიონები, სკრაბები, პილინგი) ანადგურებს ლიპიდურ შრეს;
  • სარეცხი საშუალებების გამოყენება ხელთათმანის გარეშე ხელის კანის სიმშრალის ხშირი მიზეზია.

შინაგანი-დაკავშირებულია ორგანიზმის მდგომარეობასთან1,2 :

  • სითხის არასაკმარისი მოხმარება: თუ ორგანიზმს ცოტა წყალი მიეწოდება, კანსაც არ ყოფნის იგი;
  • არასწორი კვება, მკაცრი დიეტების დაცვა, ტკბილის, გაზიანი სასმელების, ყავის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მოქმედებს ქონის ჯირკვლების აქტიურობაზე;
  • ვიტამინების (განსაკუთრებით А და Е), მინერალების დეფიციტი: ორგანიზმში მთლიანად და კერძოდ კანში ირღვევა ცვლის პროცესები;
  • კანის დაავადებები (ალერგოზები, დერმატიტები, ფსორიაზი, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები);
  • დაავადებები, განსაკუთრებით ენდოკრინული და ნერვული სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, არღვევს ქონის ჯირკვლების მუშაობას და მკვებავი ნივთიერებების შეწოვას;
  • ზოგიერთი წამლის, მაგალითად ნიკოტინმჟავის, დიურეტიკების, ქოლესტერინის დამწევი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;
  • მოწევა: ნიკოტინი არღვევს გიალურონის მჟავას, რომელიც ქსოვილებში სითხეს აკავებს;
  • თირკმრლრბის ფუნქციის მოშლა, რომელსაც შეიძლება ახლდეს ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება;
  • დაბერება: ასაკთან ერთად თანდათან მცირდება ქონის ჯირკვლების აქტიურობა, ცვლის პროცესების ინტენსიურობა და სისხლის მიკროცირკულაცია, მცირდება გიალურონის მჟავის რაოდენობა.
კანის სიმშრალის ნიშნები

კანის სიმშრალის ნიშნები1,2

თუ კანი ძალიან მშრალია, ეს აშკარა ხდება: ჩნდება დაჭიმულობის გრძნობა, აქერცვლა, ნახეთქები, ადვილად ჩნდება გაღიზიანება და ქავილი. გაუწყლოვნების საწყის ეტაპებზე სურატი არაერთმნიშვნელოვანია. ახალგაზრდობაში მშრალი სახის კანი უფრო უკეთაც გამოიყურება, ვიდრე ცხიმიანი: ნაზი, ხავერდოვანი, ფორები შეუმჩნეველია. იმის გასარკვევად, რომ კანი საჭიროებს დამატებით დაცვას და სპეციალურ მოვლას, შეიძლება მარტივი ტესტის ჩატარება: მსუბუქად დააწექით თითებით მის ზედაპირს. თუ ორმოები ხანგრძლივი დროით რჩება, კანი მშრალია და მოითხოვს შესაბამის მოპყრობას, მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით არავითარი პრობლემა არ არის.

კანის სიმშრალე შეიძლება იყოს საერთო და ლოკალური მისი გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე. დაავადებისას, ავიტამინოზისას, ჩვეულებრივ, შრება მთელი კანი, ხელებზე-მიწასთან, წყალთან მუშაობისას, სახეზე-არასწორად შერჩეული კოსმეტიკის გამო. ტანის კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება გახდეს წლის პროცედურებისადმი სიყვარული - ლიპიდური შრე ჩამოირეცხება და ვერ ასწრებს აღდგენას.

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის მეთოდები

რა უნდა გააკეთოთ თუ კანი მშრალია? პირველ რიგში შეეცადეთ ჰიდრატაციის დაწევის მიზეზის გარკვევას და იმოქმედეთ მასზე. ზოგჯერ საკმარისია სახლში ჰაერის დამატენიანებლის დაყენება და სწორი კვების დაწყება, რათა გაუმჯობესდეს კანის მდგომარეობა. ქრონიკული დაავადებებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რათა განიკურნოთ ან თუნდაც მიაღწიოთ მდგრად რემისიას.

მშრალი კანის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ ადგილობრივი დამატენიანებელი საშუალებები. ისინი განსხვავდება შემადგენლობით, მოქმედების პრინციპით, და, შესაბამისად, ეფექტურობით. ეპიდერმისის შრის დამცავი თვისებების აღსადგენ და მის დასატენიანებლად ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად აღიარებულია პრეპარატები, რომლებიც შეიცავს პანთოტენმჟავას. მაგალითად, ბეპანთენი, რომლის გამოშვებაც ხდება საცხისა და კრემის სახით. მისი მოქმედი ნივთიერება დექსაპანთენოლი აქტიურად მონაწილეობს ცვლის პროცესებში, ასტიმულირებს ეპითელური უჯრედების დაყოფას და ახდენს ანთების საწინააღმდეგო ქმედებას3,4. განახლებული ეპითელიუმი, რომელიც დაფარულია სრულყოფილი ლიპიდური შრით, უკეთ აკავებს სინოტივეს და წინააღმდეგობას უწევს გარე ფაქტორების ზემოქმედებას.

პროფილაქტიკა

ზოგადი რეკომენდაციები კანის საკმარისად ტენიანობის შესანარჩუნებლად - ესაა ბალანსირებული კვება, დაავადებების დროული მკურნალობა, სწორი მოვლა, დაცვა გარე ზემოქმედებისგან. მაგალითად, ხელის კანის შესანარჩუნებლად საჭიროა რბილი დასაბანი საშუალებების გამოყენება, ხოლო აგრესიულ ნივთიერებებთან შეხების აუცილებლობისას ხელთათმანის გაკეთება. სიმშრალისადმი მიდრეკილი კანისთვის უმჯობესია სპეციალური კოსმეტიკური საშალებების არჩევა1,2. ბეპანთენ Derma -ს პროდუქტებს აერთიანებს ერთი საერთო მაღალეფექტური ინგრედიენტი - პროვიტამინი В53, რომლის წყალობითაც ბეპანთენ Derma არა მხოლოდ წარმატებით აკორექტირებს გარე სიმშრალის გაჩენას, არამედ მდგრადი გამაჯანსაღებელი ეფექტის მიღწევასაც უწყობს ხელს5. პროვიტამინი В5 აღწევს კანის ღრმა ფენებში და აქტიურად ებმება მისი ცვლის პროცესებში, არიდებს სიმშრალის გამოვლინებას ერთდრიული მოქმედებით როგორც გარედან, ისე შიგნიდანაც4.

1. ო.ბ.ტამრაზოვა. კანის სიმშღალის სინდრომი// Consilium Medicum. დერმატოლოგია (დან.). 2014. №3. с.8-14.

2. ნ.ც.ცირმაის, ა.ა.ციკინ, იუ.კ.უზნეცოვა. კანის ქსეროქსი. პრობლემის გადაჭრა გარეგანი საშალებებით//РМЖ. – 2015. - №9. – с.496-499.

3. კრემ ბეპანთენის გამოყენებისას (დექსპანთენოლი 5%) 25 ბავშვს კანის სიმშრალის კლინიკური გამოვლინებები შეუმცირდა 6,5-ჯერ 3-დან 6 კვირამდე ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემდეგ. ვ.ა.რევიაკონა. დექსპანთენოლის ეფექტურობა და უსაფრთხოობა ბავშვობაში ატოპიური დერმატიტის მკურნალობაში // РМЖ. - 2014. - №3. - с.224-227.

4. Ebner F., Heller A, Rippke F, Tausch I. Topical use of dexpanthenol in skin disorders. Am J Clin Dermatol. 2002;3(6):427-33.

5. შაქრიანი დიაბეთით დაავადებულ 34 პაციენტში ტანის დამატენიანებელი და მკვებავი ლოსიონის გამოყენებამ უკვე მე-15 დღეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რქოვანა შრის სინოტივის ხარისხი, რამაც ხელი შეუწყო კანის ჯანმრთელ გარეგან სახეს. Proksch E. Dexpanthenol-haltige externa zur pflege trockener haut bei diabetikern. Kosm Med. 2008;6:22–5.

CH -20230512-102

Blue and Grey Curve

მსგავსი სტატიები

კანის აღდგენა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ

კანის აღდგენა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ

კანი - ეს ჩვენი ბუნებრივი დამცავი ბარიერია. მას რეგულარულად უწევს არახელსაყრელ გარემო ფაქტორებთან შეჯახება.

უფრო ვრცლად
გამოყელვის პროფილაქტიკა

გამოყელვის პროფილაქტიკა

გამოყელვა - პატარებში ძალიან გარცელებული მოვლენა, ასევე ცნობილი, როგორც საფენის დერმატიტი

უფრო ვრცლად
ბეპანთენი – დახმარება დერმატიტისას

ბეპანთენი – დახმარება დერმატიტისას

დერმატიტს უწოდებენ კანის ანთებას, რომელიც წარმოიშობა ბევრი მიზეზის გამო და სხვადასხვაგვარად ვლინდება.

უფრო ვრცლად
Bepanthen Logo
  • მთავარი
    • ბაიერის პროდუქტები
    • მშრალი კანი
    • კანის შესახებ
  • საიტის რუკა
    • კონტაქტი
    • ინფორმაცია საიტის შესახებ
    • ბაიერი გლობალი
  • ტექნიკური ინფორმაცია
    • საიტის გამოყენების წესები
    • პერსონალური მონაცემების დაცვა
    • ბაიერი რუსეთი

bayer logo white

© 2024 სს «ბაიერი»    
CH -20230512-102

AGGA SA-ს საქართველოს ფილიალი, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მერაბ მამარდაშვილის ქ. N3, კომერციული ფართი N4. ტელ: 0322 30 80 87 ასევე შეგიძლიათ თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:Drugsafety.ch.ge@agga.swiss

For Healthcare Professionals Only

The information on this site is intended for healthcare professionals in the United States and is not intended for the general public.

I am a Healthcare Professional

I am not a Healthcare Professional